საერთაშორისო სიმპოზიუმი განათლება სამხრეთ კავკასიაში: მოდერნიზაცია, ინოვაცია, სამომავლო ტენდენციები

20.06.2015

საერთაშორისო სიმპოზიუმი: „განათლება სამხრეთ კავკასიაში: მოდერნიზაცია, ინოვაცია და სამომავლო ტენდენციები” ჩატარდ სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (არისკი) მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან” თანამშრომლობით პარასკევს, 19 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ერთდღიანი სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განათლების რეფორმების, წარსული და მიმდინარე გამოწვევებისა და ახალი მიმართულებების კვლევას. სამუშაო ენა იყო ინგლისური.

„თუ გსურთ მზარდი ეკონომიკა, მაღალი დასაქმების მაჩვენებელი და გენდერული თანასწორობა, მაშინ უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,” ამბობს სტივენ ჯონსი, არისკის ვიცე პრეზიდენტი. „ეს სიმპოზიუმი საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ უმაღლესი განათლების რეფორმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და ვიფიქროთ იმ კავშირებზე, რომლებიც არსებობს საგანმანათლებლო პროგრესსა და ეკონომიკურ და დემოკრატიულ სარგებელს შორის.”

სიმპოზიუმის მიზანია განსაზღვროს განათლების წინაშე მდგარი კულტურულად სპეციფიური გამოწვევები სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, და შექმნას სადისკუსიო ფორუმი მკვლევარების, პრაქტიკოსებისა და პოლიტიკოსებისთვის. ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგსა და აზრის გაცვლას საზღვრისპირა თანამშრომლობის  ფარგლებში.

დილის სესიაზე აქცენტი გაკეთდა, „განათლების გამოწვევებზე”; განხილულ იქნ ის კავშირები, რომლებიც არსებობს განათლების ამჟამინდელ და მომავალ მდგომარეობას შორის, ასევე განათლების რეფორმის გამოწვევები და შესაძლებლობები. ამ სესიის მომხსენებლები იყვნენ: გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჰამლეტ ისახანლი, აზერბაიჯანის ხაზარის უნივერსიტეტი, და ანჯელინა ჰოვანესიანი, სომხეთის განათლების სამინისტრო. დისკუსიის მოდერატორია სტივენ ჯონსი, არისკის ვიცე პრეზიდენტი, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯი.

შუადღის სესიის თემა იყო „განათლების იმედის მომცემი მიმართულებები.” ამ სესიის სპიკერები იყვნენ მეცნიერები, რომლებიც აქტიურად არინ ჩართულნი განათლების გარშემო სხვადასხვა საკითხების კვლევაში, როგორიცაა სწავლისა და სწავლებისადმი ინოვაციური მიდგომები, სწავლების პოლიტიკა და სტრატეგია, ა.შ. სესიის მომხსენებლები იყვნენ: სიმონ ჯანაშია, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ჯოანა რეგულსკა, რატგერსის უნივერსიტეტი, იუზერ ბაგიროვი, აზერბაიჯანის კავკასის უნივერსიტეტი, და სამველ კარაბეკიანი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება დისკუსია; მოდერატორი – ჯეინ გრინვუდი,  პრინც სულთან უნივერსიტეტი.

სიმპოზიუმზე დასწრება თავისუფალი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. ღონისძიება ჩატარდ აშშ განათლების დეპარტამენტის გრანტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” თანადაფინანსებით, ასევე კერძო შემოწირულობების საშუალებით.