წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი.
7 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „რატომ მედიაწიგნიერება?”.
საჯარო ლექცია ჩატარდება ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.
ლექციას წაიკითხავს ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, ჟურნალ „მასწავლებელის” და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მთავარი რედაქტორი, ნატალია ინგოროყვა.
დრო: 7 დეკემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.