სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა ლევან მიქელაძის ფონდის პროექტია, რომელიც ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭრით განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტზე ორიენტირებული განათლების სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენას და ანალიზს.
პროექტის ფარგლებში კვლევა ოთხ უნივერსიტეტში ჩატარდა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში რამდენიმე ანგარიში მომზადდა. წარმოდგენილი დოკუმენტი საბოლოო ანგარიშია, რომელიც კვლევის სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ შედეგებს აჯამებს.
რეპორტი ანალიტიკური ხასიათისაა, რომელშიც მნიშნელოვანი ადგილი ეთმობა ზემოთ ხსენებულ უნივერსიტეტში სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების სფეროში არსებული პრობლემების აღწერას და მათ ანალიზს.
პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა აქტუალური საკითხია. აღნიშნული პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
მოცემული ანგარიში ნათელ წარმოდგენას შეუქმნის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, უპირველეს ყოვლისა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, ასევე პროფესურას და სტუდენტებს სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრობლემების და მათი მოგვარების შესაძლებლობების შესახებ.
ნახეთ ანგარიშის სრული ვერსია.