29 თებერვალს, კულტურის სამინისტროში ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დაფინანსებით გამოცემული პუბლიკაციის “ქართული მოდერნიზმის შესახებ” პრეზენტაცია გაიმართა. პუბლიკაცია თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ავტორობით გამოიცა.
პროექტის მიზანი იყო გამოცემის მომზადება ქართული მოდერნიზმის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის შესახებ. გამოცემა შეიქმნა სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სტუდენტებისთვის, მხატვრებისთვის, მკვლევარებისთვის, ასევე არტ-კურატორებისთვის. წიგნი „ქართული მოდერნიზმის შესახებ” ხელს შეუწყობს უცხოურ სახელოვნებო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო გამოფენებში ქართული მოდერნიზმის წარმოჩენას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ქართული ხელოვნების ისტორიის შესწავლას.
ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოსთან’ ერთად, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მედია ამ თემაზე:
პირველი არხი, მოამბე-„ქართული მოდერნიზმი – მსოფლიო კულტურის ნაწილი” – მოდერნიზმის შესახებ გამოცემული კრებულის პრეზენტაცია
Tabloid.ge- „ქართული მოდერნიზმი – მსოფლიო კულტურის ნაწილი” წიგნის პრეზენტაცია გაიმართა