პაციენტის უფლებების კვირეული ბათუმში და აჭარის რეგიონებში

24.10.2016

8-12 ოქტომბერს  ბათუმში და აჭარის რეგიონში სამედიცინო პერსონალთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა  “საქართველოს ბიოეთიკის ასოციაციამ”  პროექტის “პაციენტის უფლებების დაცვის ცხელი” ფარგლებში, რომელიც ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია პაციენტის უფლებების შესახებ; რა შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის უფლებების არცოდნამ; როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუკი მისი, როგორც პაციენტის უფლებები ირღვევა; რა მექანიზმები არსებობს უფლებების შესაძლო დარღვევაზე რეაგირებისთვის და ა.შ.

“პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის” წარმომადგენლებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეტალებზეც ისაუბრეს; კერძოდ, რა ტიპის შეღავათების მიღება შეუძლია მოქალაქეთა ამა თუ იმ ჯგუფს; როგორ ხდება სხვადასხვა სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში ჩართვა და ოპერაციების დაფინანსება. მომდევნო თვეებში მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება.