![]() |
|
![]() |
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” და თავისუფალ უნივერსიტეტის ორგანიზებით დღეს ორი კვლევა გამოქვეყნდა. ერთი ქართულ კანონმდებლობაში პირის დაკავების სტანდარტებს მიმოიხილავს, ხოლო მეორე მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულებს აანალიზებს, როგორიც არის ცრუ დასმენა, ცრუ ჩვენება და სხვა.
პირის დაკავების სტანდარტებისა და პრაქტიკის კვლევა
კვლევამ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელიც ეხება პირის დაკავების პროცედურებს; დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტებას; საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას; სასამართლოს და პროკურატურის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების დასაბუთებას; პირის სამედიცინო შემოწმებას; აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და სხვა პრობლემურ საკითხებს.
კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე:
აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია, პროკურორის მიერ პირის დაკავების შესახებ წარდგენილი შუამდგომლობის დასაბუთება ისევე როგორც, პირის დაკავების თუ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს განჭვრეტადი და დასაბუთებული.
კვლევების შედეგად წარმოდგენილი რეკომენდაციები პარლამენტს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაში, პროკურატურას, დაცვის მხარეს და სასამართლოს კი ერთგვაროვანი და გამართული პრაქტიკის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები
პრობლემური საკითხები გამოიკვეთა მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზისას. კერძოდ, ხარვეზებით ხასიათდება მოქმედი კანონმდებლობა და არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა კომპეტენცია და კვალიფიკაცია, არასაკმარისად დასაბუთებულია პროკურატურისა და სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელთა თანახმადაც, აუცილებელია, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ისევე როგორც, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურის, დაცვის მხარის და სასამართლოების მიერ ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვა მოცემულ დანაშაულებთან მიმართებით.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც აღწერს ბრალდებული პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენის გამო. კვლევის ავტორთა რეკომენდაციით, დაუშვებელია აღნიშნული ქმედებისთვს ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემა და, საჭიროა, შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შემოღება ამ საკითხთან მიმართებით.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.