2017 წელს საქართველოში 47822 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან, დაახლოებით 20 000-ს აღენიშნებოდა საშუალოდან ძლიერი ინტენსიობის ტკივილი. მორფინით ტკივილი გაუყუჩდა მხოლოდ 3000-მდე უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტს. პაციენტების 80% ტკივილით გარდაიცვალა.
“ტკივილი უნდა მოითმინო” მიდგომით ადამიანებს ტანჯვისთვის ვიმეტებთ და ვაიძულებთ, უკურნებელი და ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ტკივილით იცხოვრონ. იმის გამო, რომ პაციენტმა არ იცის, რისი მოთხოვნა შეუძლია, ოჯახის წევრი ფიქრობს, რომ მორფინი მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში დასანიშნი მედიკამენტია, რადგან დამოკიდებულებას იწვევს. ექიმი თავს არიდებს მორფინის დანიშვნას. სინამდვილეში, სწორად მართული ტკივილის ფონზე დამოკიდებულება არ ვითარდება. პაციენტი იღებს ტკივილის გაყუჩებისთვის საკმარის დოზას და მძიმე დაავადების პირობებშიც კი ცხოვრებას ღირსეულად და ხარისხიანად აგრძელებს.
დარეჯანი და მაიას ისტორია ტკივილთან დაკავშირებული მძიმე გამოცდილებაა, რაც ათასობით ადამიანის ამბავიცაა.