უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პორტფოლიოების წარდგენა

19.09.2019

„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფოლიოები გამოაქვეყნა.

პორტფოლიოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან ზეპირი გასაუბრების შედეგად შერჩეული/ნომინირებული ოცი კანდიდატის პროფილს გვთავაზობს, აერთიანებს ძირითადად ფაქტებს და ნაკლებად მოიცავს შეფასებებს.

23 სექტემბერს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში კანდიდატების ინდივიდუალურად მოსმენას ღიად და საჯაროდ იწყებს. ამ პროცესში, ეს დოკუმენტები დამატებითი ინფორმაციის წყაროა საქართველოს პარლამენტის წევრების, მედიისა და საზოგადოებისთვის ასარჩევი კანდიდატის შესახებ გამოცდილების, მიღწევების, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თუ სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

კანდიდატების შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელმა ექსპერტთა ჯგუფმა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოიპოვა და შემდეგ ინფორმაციას მოიცავს:

• პროფესიული/აკადემიური საქმიანობა და გამოვლენილი თვისებები/ქცევა;
• პროფესიულ საქმიანობაში გამოვლენილი გადაცდომები;
• დაწინაურებები და პროფესიული საქმიანობისთვის მინიჭებული ჯილდოები;
• კანონთან კონფლიქტი/ინტერესთა კონფლიქტი;
• საჯარო აქტივობები/პოზიციები და ქცევა;
• ფინანსური ვალდებულებები და შემოსავლები.

ეს იყო კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და გაანალიზების ალტერნატიული პროცესი, რომელიც ღია ეთერში გადაცემული გასაუბრებების პარალელურად მიმდინარეობდა.

გაეცანით მეთოდოლოგიას

პორტფოლიოს მინაწერი- “არჩეულია” დამატებულია 12 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომიტეტმა 14 კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე. ნახეთ პორტფოლიო

 

არჩეულია! თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე.                      ნახეთ პორტფოლიო
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე. ნახეთ პორტფოლიო
არჩეულია! თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე. ნახეთ პორტფოლიო.
არჩეულია! გენერალური პროკურორის მოადგილე.                                ნახეთ  პორტფოლიო.
არჩეულია! საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.            ნახეთ პორტფოლიო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.    ნახეთ პორტფოლიო.
არჩეულია!საქართველოს გენერალური პროკურორი. ნახეთ პორტფოლიო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.       ნახეთ პორტფოლიო.
არჩეულია! თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე.   ნახეთ პორტფოლიო.
არჩეულია! თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე.                   ნახეთ პორტფოლიო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე. ნახეთ პორტფოლიო.
არჩეულია! საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.      ნახეთ პორტფოლიო.
არჩეულია! თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ნახეთ პორტფოლიო.
არჩეულია! თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ნახეთ პორტფოლიო.
არჩეულია! თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.           ნახეთ პორტფოლიო.

 

არჩეულია!დამოუკიდებელი ინსპექტორი. ნახეთ პორტფოლიო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე.                            ნახეთ პორტფოლიო.
არჩეულია! თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე.                           ნახეთ პორტფოლიო.
არჩეულია!იურიდიული კომპანია CCL Law Firm-ის პარტნიორი.                                    ნახეთ პორტფოლიო