ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის
საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს
ასლი: ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს
2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 10 მარტს ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესწავლა სთხოვეს. 11 აპრილს ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეფასების კითხვარი გადასცა, რომლის საფუძლვეზეც უნდა მოხდეს ქვეყნის შეფასება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და პასუხების გასაჯაროება, რაც ყველა დაინტერესებულ აქტორს პროცესში ჩართვისა და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მისცემს.
11 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
ხელმომწერი ორგანიზაციები:
მედია ამ თემაზე