სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროვებას ითხოვენ

12.04.2022

ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში  ოლივერ ვარჰეის

საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს

ასლი: ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს

 

2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 10 მარტს ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესწავლა სთხოვეს. 11 აპრილს ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეფასების კითხვარი გადასცა, რომლის საფუძლვეზეც უნდა მოხდეს ქვეყნის შეფასება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და პასუხების გასაჯაროება, რაც ყველა დაინტერესებულ აქტორს პროცესში ჩართვისა და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მისცემს.

11 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  3. დემოკრატიის ინდექსი საქართველო
  4. სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
  5. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  7. უფლებები საქართველო
  8. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  9. ღია სივრცე კავკასია
  10. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  12. კავშირი საფარი
  13. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  15. პრევენცია პროგრესისთვის
  16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  17. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  18. ევროპის ფონდი
  19. თბილისი პრაიდი
  20. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  21. კოალიცია თანასწორობისთვის
  22. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

 

მედია ამ თემაზე

სიახლეები

მულტიმედია