სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ქვეშ მყოფი ოცი მოქალაქის საქმე კვლავ გამოუძიებელია. 18 მაისს, ღია საზოგადოების ფონდში გამართულ შეხვედრაზე დაზარებულებლმა პირებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და პროკურორთან შეხვედრა მოითხოვეს.
გარდა ამისა, განცხადება გაავრცელეს თვალთვალს დაქვემდებარებული პირების უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.“
2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დასტურდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, სავარაუდოდ უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სისტემატური და მასშტაბური ფაქტები.
არაერთმა პირმა, რომლებიც ფიგურირებენ ე.წ. „კრებსებში“ მიმართა პროკურატურას დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით წარემართა დროული, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიება. არც განმცხადებლებს და არც საზოგადოებას დღემდე არ მიუღიათ რაიმე სახის ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურა და სასამართლოები უარს აცხადებენ აღნიშნული პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა იქონიონ წვდომა საქმის მასალებზე. პროკურატურის სტანდარტული პასუხებით ჩანს, რომ გამოძიება ჩიხშია და პროგრესს აღარ განიცდის.
დაზარალებული პირები არიან: