პროკურატურა უკანონო ფარული მიყურადების მსხვერპლთა საქმეების გამოძიებას აჭიანურებს

18.05.2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ქვეშ მყოფი  ოცი  მოქალაქის საქმე კვლავ გამოუძიებელია. 18 მაისს, ღია საზოგადოების ფონდში გამართულ შეხვედრაზე დაზარებულებლმა პირებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და პროკურორთან შეხვედრა მოითხოვეს.

გარდა ამისა, განცხადება  გაავრცელეს თვალთვალს დაქვემდებარებული პირების უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.“

2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დასტურდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, სავარაუდოდ უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სისტემატური და მასშტაბური ფაქტები.

არაერთმა პირმა, რომლებიც ფიგურირებენ ე.წ. „კრებსებში“ მიმართა პროკურატურას დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით წარემართა დროული, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიება. არც განმცხადებლებს და არც საზოგადოებას დღემდე არ მიუღიათ რაიმე სახის ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურა და სასამართლოები უარს აცხადებენ აღნიშნული პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა იქონიონ წვდომა საქმის მასალებზე. პროკურატურის სტანდარტული პასუხებით ჩანს, რომ გამოძიება ჩიხშია და პროგრესს აღარ განიცდის.

დაზარალებული პირები არიან:

  1. დავით ჯანდიერი
  2. ქეთი ნადიბაიძე
  3. მარტა ქურასბედიანი
  4. ნანა ბრეგვაძე
  5. ნოდარ რუხაძე
  6. თამარ არველაძე
  7. მარიამ გეგუჩაძე
  8. თინა ბოკუჩავა
  9. მალხაზ სონღულაშვილი
  10. რუსუდან გოცირიძე
  11. ნატალია ყაჭიაშვილი
  12. ქეთი ჩუთლაშვილი
  13. თამთა მიქელაძე
  14. გიორგი მამალაძე
  15. ნატა ფერაძე
  16. ეკა კვესიტაძე
  17. თამთა დოლენჯაშვილი
  18. თამარ ჩიხლაძე
  19. ნოდარ მელაძე
  20. ინგა გრიგოლია
  21. გელა ბოჩიკაშვილი
  22. ნინო ბიძინაშვილი
  23. გიორგი დარჩაშვილი
  24. ნინო ჟიჟილაშვილი
  25. ხატია შამანაური
  26. სოფიკო მაისურაძე

 

 

სიახლეები

მულტიმედია