ღირსეული შრომის პლატფორმამ, საქართველოში მოპარული ხელფასის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში მოპარული ხელფასის უკანონო პრაქტიკას და მასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიას აფასებს. ანგარიშის თანახმად, დასაქმებულთა 88%-ს მოპარული ხელფასის გამო კუთვნილი შრომის ანაზღაურება სახლში სრულად ვერ მიაქვთ, მშრომელთა მოპარული ხელფასის საერთო ოდენობა კი დაახლოებით 25 მილიონს ლარს უტოლდება.
ანგარიში ეფუძნება პლატფორმის, მოპარული ხელფასის გამომთვლელის[1] მონაცემებს, რომელიც 2020 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით 3167-მა დასაქმებულმა შეავსო. გამომთვლელის მონაცემების თანახმად, 2,789 დასაქმებული (მომხმარებელთა 88%) სამუშაო ადგილზე მინიმუმ ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა. მშრომელთათვის მოპარული ხელფასის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანი წლიურად 25,585,074 ლარს, ხოლო ერთ დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 8,079 ლარს უტოლდება.
მოპარული ხელფასი წარმოადგენს შრომითი კანონმდებლობის დარღვევას, რა დროსაცდამსაქმებელი დასაქმებულს არ უხდის (პარავს) მის კუთვნილ შრომის ანაზღაურებას, რაც შრომისკანონმდებლობის სხვადასხვა სახის დარღვევაში გამოიხატება, მაგალითად აუნაზღაურებელიზეგანაკვეთური შრომა, ხელფასის უკანონო დაქვითვა, ანაზღაურებადი შვებულების არანაზღაურება და ა.შ.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოპარული ხელფასის ყველაზე გავრცელებული ფორმაარასამუშაო დროს მუშაობაა, რომელიც სამუშაო მოვალეობების ისეთ დროს შესრულებას მოიცავს, რომელსაც დასაქმებულებს ანაზღაურებად სამუშაო დროში არ უთვლიან. დასაქმებულთა 75.5% მიუთითებდა დამატებითი ანაზღაურების გარეშე არასამუშაო დროს მუშაობაზე. ასევე, ხელფასის მოპარვის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ზეგანაკვეთური შრომის არანაზღაურება. გამომთვლელის მონაცემებით, მიუხედავად კანონმდებლობის მოთხოვნისა შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვროს ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი ანაზღაურების ტარიფი, მხოლოდ დასაქმებულთა 11.7%-ის ხელშეკრულება განსაზღვრავს მსგავს ტარიფს. ამასთანავე, 1253 დასაქმებულიდან (39.6%), რომელიც მიუთითებდა ზეგანაკვეთური შრომის დამსაქმებლის დავალებით შესრულებაზე, 1072 მშრომელი (85.6%) მიუთითებდა, რომ ამ შრომისთვის ანაზღაურება არ მიუღიათ.
ანგარიში ასევე აფასებს შრომის ინსპექციისა და სასამართლოების პრაქტიკას ხელფასის მოპარვასთან ბრძოლაში. 2021 წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ შრომითი უფლებების ზედამხედველობის მიზნით შემოწმებული 249 ობიექტზე გამოვლენილი 1766 დარღვევიდან, 357 დარღვევა (20%) სავარაუდოდ ხელფასის მოპარვის პრაქტიკას უკავშირდება.
ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ჯანდაცვის სექტორში, სადაც დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ისედაც უკიდურესად დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს. შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 110 კლინიკიდან 86 კლინიკაში (შემოწმებულ კლინიკათა 78%-ში) ხელფასის მოპარვა დაფიქსირდა (სახელმწიფოს მიერ მიწოდებული, სამედიცინო პერსონალისთვის გამიზნული ე.წ კოვიდ დანამატი ან არ გაუციათ, ან დანაკლისით გასცეს). კოვიდ დანამატების გარდა, ზოგიერთ კლინიკაში თვეების განმავლობაში არ გაიცემა ძირითადი ხელფასიც, მაგალითად ერთ-ერთი კლინიკის ინსპექტირების ანგარიში აჩვენებს, რომ 2020 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით ხელფასი 129 თანამშრომლიდან გაიცა მხოლოდ 2 პირის მიმართ, და ამ თვეების განმავლობაში დასაქმებულთათვის მოპარული ხელფასის საერთო ოდენობა 626 460 ლარს უტოლდება.
„ჯანდაცვის სექტორში ნორმალიზებული ხელფასის მოპარვის უკანონო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მედიცინის სფეროს მშრომელებს კოვიდ პანდემიასთან ერთად, ხელფასის მოპარვის პანდემიასთან ბრძოლაც უწევთ.“-აცხადებს რევაზ კარანაძე, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელი.
ანგარიში ასევე აფასებს სასამართლოების როლს დასაქმებულთა უფლებების აღდგენისა და მოპარული ხელფასის დაბრუნების პროცესში.
ხელფასის მოპარვის სისტემურობა და იმ ფინანსური ზიანის დიდი ოდენობა, რომელსაც მშრომელები განიცდიან ამ უკანონო პრაქტიკის შედეგად სახელმწიფოსგან პრიორიტეტულ ყურადღებას მოითხოვს, რასაც დღეს სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. აუცილებელია მშრომელებს შეეძლოთ მათთვის მოპარული ხელფასის სწრაფი და ეფექტური დაბრუნება და ამას არ სჭირდებოდეს წლების განმავლობაში სასამართლო დავების წარმოება.“-აცხადებს თათული ჭუბაბრია (სოციალური სამართლიანობის ცენტრი).
ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოპარული ხელფასის ასევე დამკვიდრებულ ფორმებს წარმოადგენს:
[1] მოპარული ხელფასის გამომთვლელი ონლაინ ინსტრუმენტია, რომელიც მშრომელებს ეხმარება დაახლოებითგამოითვალონ ის თანხა, რასაც შეიძლება კარგავდნენ კუთვნილი შრომის ანაზღაურებიდან.