დოკუმენტში წარმოდგენილია ტექნიკური კრიტერიუმები, რომლებიც ადგილებს, საშუალებებს, შენობებსა და ელემენტებს იმ ადამიანებისთვის მისაწვდომსა და გამოყენებადს ხდის, რომელთაც ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, სიარულისას დამოკიდებულნი არიან დამხმარე საშუალებებზე, არიან უსინათლონი და მცირემხედველნი, ყრუ და სმენადაქვეითებულნი, არ შეუძლიათ კოორდინაცია, არ შეუძლიათ რამესთან მიღწევა და მანიპულაცია/ხელის მტევნისა და თითების მოძრაობა, ნაკლებ ამტანები არიან, უჭირთ გრძნობიერი ინფორმაციის გადმოცემა და მასზე რეაგირება და ახასიათებთ ფიზიკური ზომის უკიდურესობები. ამ ქვეთავების მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შესაძლებლობა მისცეს, დამოუკიდებლად მიუახლოვდეს, შევიდეს და გამოიყენოს ადგილი, საშუალება, შენობა ან ელემენტი.
მასში წარმოდგენილი მარეგულირებელი დებულებები ეხება ამ ტექნიკური რეგლამენტის გამოყენებას: თითოეული შენობის და დაკავებულობის ტიპისთვის; ახალი მშენებლობის, გადაკეთებების, დროებითი მისაწვდომი საშუალებების და არსებული შენობებისთვის; სპეციფიკური ადგილის და შენობის ელემენტებისთვის; და ადგილზე/მიწის ნაკვეთზე ან შენობაში მრავალი ელემენტისთვის ან სივრცისათვის.