ეს ანგარიში არასტანდარტული და არაფორმალური შრომის თანამედროვე სახეებს შეისწავლის საქართველოში.
ერთი მხრივ, მასში თავმოყრილია ადგილობრივი ცოდნა არაფორმალურად და არასტანდარტულად დასაქმებულთა შრომითი, სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; მეორე მხრივ, წარმოდგენილია არაფორმალურ და არასტანდარტულ შრომაში ჩართულ დასაქმებულთა გამოკითხვაც.
ანგარიში მკითხველს სთავაზობს გამოვლენილი გამოწვევებისა და თავისებურებების სამართლებრივ ანალიზს, რომელიც მიუთითებს შესაძლო გზებზე, არაფორმალურ და არასტანდარტულ შრომასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის.