ავარიული სახლების თუ მოსახლეობის თანხმობის ჩანაცვლების პროგრამა?

16 თებ, 2023

ბოლო დროს, საზოგადოებასა და მედიაში აქტიურად განიხილება ქალაქში არსებული ავარიული საცხოვრებელი ფონდის ჩანაცვლების საჭიროება. ავარიული სახლების ჩანაცვლება ქართული ოცნების მერობის კანდიდატის საარჩევნო პირობაც იყო.

2022 წლის გაზაფხულზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მართლაც შეიმუშავა ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი. ამგვარი პროგრამა ბათუმში ცოტა ხნით ადრე, მარტის თვეში დამტკიცდა. პროგრამის თანახმად, მუნიციპალიტეტები გამოყოფენ საბიუჯეტო სახსრებს, რომელთა გამოყენებით, ავარიული სახლების დემონტაჟის შემდეგ, მათ ადგილას კერძო კომპანია ახალ სახლს ააშენებს, სადაც ბინების ნაწილს ავარიული სახლის მესაკუთრეებს გადასცემენ, ხოლო ნაწილს კი კომერციულად გაყიდიან.

უნდა ითქვას, რომ ვერც თავად წესი, ვერც მისი განხორციელების მსვლელობა ვერ პასუხობს სახლების ჩანაცვლების პროცესის მიმართ საზოგადოებაში ბუნებრივად გაჩენილ მრავალ კითხვას. პროგრამასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა ჩართულობის არ არსებობის და დადგენილებებში ბუნდოვანი ჩანაწერების გამო ჩნდება ეჭვი, რომ, მიუხედავად მისი განხორციელების პროცესში დახარჯული საბიუჯეტო სახსრებისა და გაღებული მუნიციპალური საკუთრებისა, პროგრამა, საზოგადოების ინტერესების საფარველის ქვეშ, სინამდვილეში, ბიზნესისა და ხელისუფლების ერთობლივ ფინანსურ ინტერესებს მოემსახურება.

 

იხილეთ სრული ვერსია