ავტორიტარიზმის შეკავება სამოქალაქო აქტივიზმის მეშვეობით- საჯარო დისკუსია

22.04.2021

24, 25, 26 აპრილს, ღია საზოგადოების ფონდი ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩაატარებს საჯარო დისკუსიებს თემაზე: ავტორიტარიზმის შეკავება სამოქალაქო აქტივიზმის მეშვეობით.

2021 წლიდან ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამამ მუშაობა დაიწყო ქვეყანაში მზარდი ავტორიტარული ტენდენციებისა და სახელმწიფოს მიტაცების პროცესის შეჩერების საკითხზე. ნახეთ პროგრამის სტრატეგიის აღწერა

ავტორიტარიზმის შეკავება აქტივიზმის მეშვეობით საჯარო დისკუსიაა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რეგიონებში სამოქალაქო აქტივისტებსა და დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად განიხილავენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას და მისი შენარჩუნების მექანიზმებს, გაიაზრებენ წარსულ გამოცდილებას, ავტორიტარიზმის ნიშნებს და მის გავლენას სხვადასხვა სფეროზე.

პრეზენტაციები და სპიკერები:

  • პოლიტიკური კრიზისი-გამოსავლის ძიებაში: როგორ მივედით ავტორიტარიზმამდე?!- გიორგი მშვენიერაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
  • რას გვასწავლის წარსული?! დემოკრატიას დაცვა სჭირდება- ირაკლი ხვადაგიანი, მკვლევარი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • ავტორიტარიზმის გავლენა ხელოვნებაზე- პაატა შამუგია, პოეტი, საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი
  • სამოქალაქო აქტივიზმი, როგორც ავტორიტარიზმის შეკავების მექანიზმი: ფონდის ახალი სტრატეგია- სოფო ასათიანი, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • ადგილობრივი დემოკრატიის პრობლემები- ვალერი თევდორაძე ადვოკატი, აკაკი საღინაძე- სამოქალაქო აქტივისტი, რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის (ქუთაისის საჯარო დისკუსია)
  • ადგილობრივი დემოკრატიის პრობლემები- ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (ბათუმის საჯარო დისკუსია)
  • დისკუსია-პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები- მოდერატორი, გიორგი ნონიაშვილი,მკვლევარი,მმართველობის მონიტორინგის ცენტრი

კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, მონაწილეთა რაოდენობა პრეზენტაციაზე შეზღუდულია.

დისკუსიაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ წინასწარ რეგისტრირებულ მსურველებს.

რეგისტრაცია ქალაქების მიხედვით:

ქუთაისი-https://forms.gle/DhCLunjXy5qBfhga7

ზუგდიდი- https://forms.gle/rEQHGw4u8EDENqfi9

ბათუმი- https://forms.gle/9irpDBQxcJmitc747

სიახლეები

მულტიმედია