ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარების ხელშეწყობა

26 ნოე, 2018

26 ნოემბერს ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარების ხელშეწყობისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების შესახებ წარმოდგენილი პრეზენტაციების შედეგად, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები და პრობლემები გამოიკვეთა. შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვეტის საშუალებებიც განიხილეს.

ძირითადი პრობლემები ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით ფსიქიკური ჯანმრთელობის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. გარდა ამისა, საჭიროა, ასაკის შესაბამისი ეროვნული შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება, ადაპტირება და მართვა.  გახშირებულია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზების შემთხვევებიც, რომლის პრევენციაც საერთო ძალისხმევით რეაგირების მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფსიქიატრები, უცხოელი ექსპერტები, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.