ჩვენი მხარდაჭერა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს!

24.04.2023

უკვე მეექვსე დღეა, მშობლები წამლის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან, უამინდობაში ათენებენ ღამეს. მედიკამენტი არა მხოლოდ გადაჭრის ბავშვების კიდურების ზრდის პრობლემას, არამედ დიაგნოზთან დაკავშირებული ქრონიკული ტკივილისა და ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის თავიდან აცილების შესაძლებლობა იქნება.

წელიწადზე მეტია, მშობლები წამლის ხელმისაწვდომობისთვის სახელმწიფოს მიმართავენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მთავრობის არაერთგვაროვანმა და, მშობლების თქმით, შეურაცხმყოფელმა გამოხმაურებებმა, გააქრო იმედი, რომ ამ ადამიანების მოთხოვნებზე სერიოზული მუშაობა დაიწყება.

„ღია საზოგადოების ფონდი“ მხარდაჭერას უცხადებს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს და მოუწოდებს სახელმწიფოს, ჰქონდეს სათანადო რეაგირება.

წამალი ბავშვებს!

კეთილდღეობა ბავშვებს!