ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის

აქტიური

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (CSF), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) მიერ.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჩართულობისა და დემოკრატიული ზედამხედველობის ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, სათემო ორგანიზაციებსა და სათემო ჯგუფებს.

კონკურსის მიზანი:

საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანაა ისეთი ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, მასში საზოგადოების ფართო ჩართულობას, ევროკავშირის მიმართ ინტერესისა და ინფორმირებულობის გაზრდას ქვეყნის მასშტაბით – საქართველოს რეგიონებში, სოფლებსა და თემებში.

კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება ინოვაციურ იდეებს, ინიციატივებს და ისეთ აქტივობებს, რომლებიც მიწვდება მათ შორის რთულად მისადგომ დასახლებებსა და მცირე სათემო ჯგუფებს.

კონკურსის მიზანია მხარდაჭერა ისეთი პროექტებისა, რომლებიც მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

ა. საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიები, მედია ინიციატივები ცნობიერების ამაღლების ხელშესაწყობად;

ბ. მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება (მათ შორის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მონიტორინგის საფუძველზე);

გ. ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გაქარწყლება;

დ. საზოგადოებრივი და სათემო ინიციატივები, მათ შორის ახალგაზრდობის მონაწილეობით.

აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს პროექტის ძირითად მიზანს: საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება.

განაცხადების წარდგენის პროცედურა და მოთხოვნები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს რეგიონებიდან;
  • პროექტი უნდა იყოს შედგენილი საგრანტო განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ მისამართზე: https://apply.csf.ge/); აპლიკაციის შევსებისას პუნქტ N 2 – ში (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ) აუცილებელია, მოინიშნოს ევროინტეგრაციის პროგრამა;
  • განაცხადში მკაფიოდ უნდა ჩანდეს პროექტის მიზნები და სამოქმედო გეგმა;
  • ბიუჯეტი უნდა იყოს რეალისტური, კარგად დასაბუთებული და შემოთავაზებული აქტივობების შესაბამისი;
  • კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ევროს, ხოლო მინიმალური თანხა არ უნდა იყოს 10 000 ევროზე ნაკლები;
  • განაცხადთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ზოგადი ინფორმაცია 2023-2024 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პროექტის ხანგრძლივობა: პროექტის განხორციელების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, ხოლო მონიმალური ვადა არ უნდა იყოს 4 თვეზე ნაკლები;
  • კონკურსის ფარგლებში დაუშვებელია ერთი განმცხადებლის მიერ ორი ან მეტი განაცხადის წარდგენა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 აპრილი, 17:00 სთ;

განაცხადის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

გრანტის მაძიებელთა კონსულტაცია: მოთხოვნისამებრ.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: 599 539910; ელ.ფოსტა: [email protected]

შერჩევის პროცედურა: კონკურსზე წარმოდგენილ პროექტებს შეაფასებს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ექსპერტთა კომისია. შერჩევის კრიტერიუმები წინასწარ იქნება განსაზღვრული, რათა საგრანტო კონკურსი ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ.

 სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით;

ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატების და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირებას;

საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრას.        

ეს დოკუმენტი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის

შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს“.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.