დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში

31.03.2015

26-27 მარტს, თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით  საერთაშორისო კონფერენცია  “დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში” ჩატარდა.

ორდღიან  კონფერენციაში ამერიკის შეერთებული შტატების, ნატო-ს, საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების და კერძო სექტორის ლიდერებმა განიხილეს თანამედროვე, ღია, სტაბილური და ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის პროცესი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

კონფერენციის მთავარ მომხსენებლებს შორის იყვნენ სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ლარი დაიმონდი, რომელიც მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ დემოკრატიზაციის გამოწვევებზე საუბრობს და ამავე უნივერსიტეტის ფრიმენ სპოგლის სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა ინსტიტუტის საპატიო პროფესორი სტივენ კრასნერი.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სტენფორდის მაღალი დონის ექსპერტების მონაწილეობით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) თანამშრომლობით, ჩატარდა საერთაშორისო დონის ფორუმი თბილისში.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა სახელწოდებით „თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში” გაიმართა 2014 წლის 1-3- სექტემბერს თბილისში. მასში მონაწილეობდნენ სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ლიდერები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. სტუმრებს შორის იყვნენ სტენფორდის უნივერსიტეტის  დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის უფროსი მკვლევარი ფრენსის ფუკუიამა და სტენფორდის პროფესორი ერიკ  ჯენსენი.

ღონისძიება  ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს , აშშ-ის საელჩოს  და NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილება და Omidyar Network-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

მომხსენებელთა ბიოგრაფიები

პრეს რელიზი

სიახლეები

მულტიმედია