ამგვარი დოკუმენტი თბილისისათვის პირველია და არის დასაწყისი სისტემური ცვლილებებისა დედაქალაქში შშმ პირთა ინტერესების გასათვალისწინებლად.
28 აპრილს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მოიწონა ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2021-2024 წლებისთვის უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და ხელმისაწვდომ გარემოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
„შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის“ პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა.
დოკუმენტზე მუშაობა ერთი წლის მანძილზე, პანდემიის პერიოდში შშმ პირების, ადამიანის უფლებებზე, შშმ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს და მერიის თანამშრომლების ერთობლივი ჩართულობით მიმდინარეობდა.