ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა

17.05.2019

ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაცია ქართული დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი თუ ინიციატივა განხორციელდა ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი წინსვლა ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით არ მოხდარა (სახალხო დამცველი, 2018).

დღესდღეობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეექვსედს შეადგენენ (მათი დიდი ნაწილი – უმეტესად ეთნიკურად სომხები და აზერბაიჯანელები – კომპაქტურად განსახლებულნი არიან ქვეყნის სამხრეთით – სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, აღმოსავლეთით – კახეთის რეგიონში და აგრეთვე, მცირე ეთნოსები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში) (საქართველოს საკანონდებლო მაცნე, 2015). მიუხედავად ამისა, როგორც არაერთი ანგარიში აჩვენებს, მათი  ჩართულობის დონე პოსტსაბჭოთა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბალია და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია, როდესაც საქმე ეხება უმცირესობათა  მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ წარმომადგენლობას არჩევით ორგანოებსა და სამთავრობო უწყებებში (ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი, 2018). ეთნიკური უმცირესობების გარიყულობა პოლიტიკური ცხოვრებიდან, მათი ინტეგრაციის დაბალი დონე საჯარო პოლიტიკაში კი ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არ აქვთ სახელმწიფოსთან პოლიტიკური იდენტობის განცდა; მათი უმეტესობა, სინამდვილეში, დისტანცირებულია ქართული საზოგადოებისგან და ერთგვარ ავტონომიურ, ან, უფრო უარესი – ექსკლუზიურ რეჟიმში ცხოვრობს. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, რომელთა შორის წამყვანია ენობრივი ბარიერი: კომპაქტურად განსახლებულ ადგილებში ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის სახელმწიფო ენა (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი – NDI, 2018). რუსულმა ენამ კი, რომელიც საბჭოთა პერიოდში სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა იყო, ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაკარგა პოზიციები. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სრულყოფილად ვერ იღებენ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და თვით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ყოფნას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უფრო ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ … სომხურ ენაზე by on Scribd

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ … აზერბაიჯანულ ენაზე by on Scribd

პოლიტიკის სარეკომენდაციო დოკუმენტი – ეთნიკური უმცი…by on Scribd

პოლიტიკის სარეკომენდაციო დოკუმენტი – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესება 2019 წ. სომხურ ენაზე… by on Scribd

პოლიტიკის სარეკომენდაციო დოკუმენტი – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესება 2019 წ. აზერბაიჯანულ ენაზე… by on Scribd


პოლიტიკის სარეკომენდაციო დოკუმენტი – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესება 2019 წ. ინგლისურ ენაზე…by on Scribd

 

NEWS

MULTIMEDIA