ევროინტეგრაციის პერსპექტივა: ვანო ჩხიკვაძის შეფასებები

17 ოქტ, 2023

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა მიიღო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და გვაღიარა, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი. ძნელი სათქმელია, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებასაც ასე მიიღებს თუ არა, რადგან ამას თან ახლავს მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, სადაც, სამწუხაროდ, მოვიკოჭლებთ. თუკი მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ამას მოჰყვება მთელი რიგი პირობები, რომლებიც უნდა შევასრულოთ, რათა სხვა ეტაპზე გადავიდეთ — ვანო ჩხიკვაძე ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე.