ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების მონიტორინგის ვრცელი ანგარიში

6 ნოე, 2023

ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების მონიტორინგის ვრცელი ანგარიში

8 ნოემბერს ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც შეფასებული იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროგრესი.

„ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, რეგულარულად ხორციელდებოდა 12 პრიორიტეტის შესრულების მონიტორინგი, რომლის შედეგებიც პერიოდულად გამოქვეყნებულ ანგარიშებში აისახებოდა.

მონიტორინგის პროცესში ჩართული იყვნენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • „სასამართლოს გუშაგი (GCW)“
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“
  • „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)”
  • „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)”
  • „საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)“
  • „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“
  • „საფარი“

მიმდინარე წლის განმავლობაში, საერთო ჯამში გამოქვეყნდა 6 ანგარიში – „სტატუსმეტრი“, რომელიც შესაბამის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებს, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს აფასებს . სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკომისიის მიერ 2023 წლის ივნისში წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან.

პარალელურად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავდა პრიორიტეტების შესრულების ვრცელი ანგარიში, რომელიც მოიცავს პერიოდს 2023 წლის იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით. შემაჯამებელ დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი და გაანალიზებული ევროკომისიის მიერ განსაზღვრული წინაპირობების შესაბამისად თითოეული მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გატარებული რეფორმები, იდენტიფიცირებულია პრობლემური საკითხები, ისევე როგორც განსახორციელებელი ნაბიჯები.