ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა

23.09.2021
ბოლო პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული მიზნის საწინააღმდეგო სცენარით ვითარდება.

ევროკავშირის მხრიდან გახშირდა მწვავე შეფასებები საქართველოში სასამართლო რეფორმის შედეგების, მაღალი დონის კორუფციის არსებობისა თუ მის წინააღმდეგ ბრძოლის არაეფექტიანობის შესახებ.

მოვლენათა ეს ჩამონათვალი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკას ასახავს და საშუალებას გვაძლევს განვსაჯოთ, რამდენად ერთგულად აგრძელებს სვლას საქართველო და მისი ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნისკენ. მომდევნო ვიზუალიზაცია კი 2014-2024 წლებში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას აერთიანებს.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ევროკავშირი აშშ-სთან ერთად საქართველოს ერთერთი უდიდესი დონორია. გარდა პოლიტიკური მხარდაჭერისა, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით მდგომარეობის შემსუბუქება შეძლო და მნიშვნელოვანი დარგები განავითარა.

მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირი 2014-2025 წლებში 235 მილიონ ევროს ანუ 855 მილიონ ლარს დებს.საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი კოოპერატივების შექმნა და მათი შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა.
2014-2021 წლებში საქართველო ყოველწიურად ევროკავშირიდან დახმარების სახით საშუალოდ 100 მილიონი ევროს იღებდა, რომლის უდიდესი ნაწილი გრანტის სახით გვეძლეოდა.

ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველო ევროკავშირისგან საშუალოდ 27 ევროს ანუ არსებული გაცვლითი კურსით თითქმის 100 ლარს იღებს.

ეს ვიზუალიზაცია 2014-2024 წლებში ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით გამოყოფილ დახმარებებს აერთიანებს.

სიახლეები

მულტიმედია