ფოტოკლუბ ‘გორელოვკას’ გამოფენა ბათუმში

23.12.2014

სოფელ გორელოვკას ფოტოკლუბის წევრების ფოტოების გამოფენა

ავტორები: თინათინ ჭკუასელი, გიორგი ბოლქვაძე, მირზა ციმნარიძე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ნინოწმინდის მუნიციპლაიტეტის სოფელ გორელოვკას ფოტოკლუბის წევრების ფოტოების გამოფენა გაიხსნა. ფოტონამუშევრები სოფლის ცხოვრების ყოველდღიურობას ასახავს. კლუბში 15-დან 62 წლამდე ასაკის ქართველი, რუსი და სომეხი ეროვნების ხელოვანია გაერთიანებული. სოფლად ფოტოკლუბების შექმნის იდეა ფოტოხელოვან ნათელა გრიგალიშვილს ეკუთნის და მისი განხრციელება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის ორგანიზატორები მსგავსი ფოტოკლუბის გახსნას სხვა რეგიონებშიც გეგმავენ. ბათუმელ დამთვალიერებელს საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება 30 დეკემბრამდე შეეეძლებათ.

იხილეთ ვიდეო tv25.ge