გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის ალტერნატიული ანგარიშის წარდგენა

17.06.2021

18 ივნისს, 11.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართა პრესკონფერენცია გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) ალტერნატიული (არასამთავრობო) ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით.

2018 წლის ივლისში, სახელმწიფოს უნდა წარედგინა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) შესრულების მეექვსე პერიოდული ანგარიში, რაც წარადგინა 2020 წლის ნოემბერში.

“კოალიციამ თანასწორობისთვის” და კიდევ რამდენიმე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მოამზადა ალტერნატიული ანგარიში, რომელიც გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს გაეგზავნა.

ანგარიშში საუბარია შემდეგ საკითხებზე:
1. ქალთა მიმართ ძალადობა;
2. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა;
3. განათლება;
4. დასაქმება;
5. ჯანმრთელობა;
6. სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მდგომარეობა;
7. ქორწინება და ოჯახური ურთიერთობები.

თითოეულ თავში მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის ალტერნატიული ანგარიში

 

Report of the Coalition for… by OSGF

სიახლეები

მულტიმედია