5-9 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, ჩაატარებს ლექცია-სემინარების ციკლს: „ენა და ძალადობა”.
ლექცია-სემინარების განრიგი
საჯარო ლექცია: ომის დადგმის კრიტიკა – კარლ კრაუსი და პირველი მსოფლიო ომი
დრო: 5 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სემინარი I: Pro Patria Mori – პოეტები ომში, ვალტერ ფლექსი და ვილფრედ ოუენი
დრო: 6 დეკემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის E209 აუდიტორია, (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)
სემინარი II: ძალადობის ხმა – ჟან ამერი გონების ლიმიტებთან
დრო: 7 დეკემბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის C317 აუდიტორია, (ჭავჭავაძის გამზ. #32)
სემინარი III (თეატრალური დადგმითურთ): ენა და ძალადობა ჰანოხ ლევინის „მკვლელობაში”
დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლექცია-სემინარებზე დასწრება თავისუფალია.