გამოსახლების სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილება

17.12.2019

“გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილება”  პოლიტიკური ცნობარების სერიიდან “საცხოვრისის პოლიტიკა საქართველოში” რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც  საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მზადდება. კვლევაში აღწერილია გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებს და ის მექანიზმები, რომელიც გამოსახლებულ მოქალაქეებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.

პოლიტიკური ცნობარის სამიზნე გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან, რომელთა პასუხისმგებლობაა სოციალური პოლიტიკის დაგეგმვაა. დოკუმენტი ასევე საინტერესოა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის. პირველი დოკუმენტი ეხებოდა საცხოვრისის მუნიციპალურ სერვისებს საქართველოში, ხოლო მეორე უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აღწერდა.

წლების მანძილზე, უსახლკარობა არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში. დღემდე არ არსებობს უსახლკაროთა ოფიციალური სტატისტიკა და სახელმწიფო სტრატეგია, რაც ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობის პრობლემას გადაწყვეტს.

ღია საზოგადოების ფონდის ეგიდით ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ უსახლკარობასთან ბრძოლის სისტემური ხედვის არარსებობის პირობებში, საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები სუსტ და ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. 2019 წლის მაისში, ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტისგან საცხოვრისის სერვისებისა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. პოლიტიკური ცნობარები ამ და სხვა, საერთაშორისო პუბლიკაციებში მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მზადდება.

ავტორი: მარიამ ჯანიაშვილი

გამოსახლების საერთაშორისო ს… by OSGF on Scribd

ნახეთ კვლევები ამ თემაზე:

უსახლკარობა

უფლება სათანადო საცხოვრებელზე