ღია საზოგადოების ფონდები მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულებს დაეხმარება

16.04.2020

პრესრელიზი. ნიუ-იორკი. 16 აპრილი. 

„ღია  საზოგადოების ფონდი“  მთელ მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად 130 მილიონ დოლარზე მეტს  გამოყოფს. დახმარების ძირითადი ნაწილი პანდემიის შედეგად განსაკუთრებულად დაზარალებული და სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ იქნება მიმართული. გარდა ამისა,  ფონდი შეეწინააღმდეგება პანდემიის პირობებში, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან პოლიტიკური თავისუფლების ხელყოფის მცდელობებს და დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ღია  საზოგადოების ფონდი“  სწრაფ რეაგირებას მოახდეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში- ყველგან, სადაც ცხოვრობენ ფონდის თანამშრომლები და ფონდების ოფისები მუშობს- ბერლინიდან ლონდონამდე, მეხიკოდან რიო-დე-ჟანეირომდე, ამანიდან და კეიპ თაუნამდე.

„ღია  საზოგადოების ფონდის“  COVID-19-ზე პირველადი რეაგირების თანხების ნახევარი გამოიყოფა შეერთებული შტატებისათვის, სადაც დადასტურებულ გარდაცვლილთა ჯერჯერობით ყველაზე დიდი რაოდენობაა და სადაც სისტემური უთანასწორობა მომავალ წლებში გლობალურ შედეგებს გამოიღებს. ვინაიდან ვირუსი ვრცელდება მთელ კონტინენტზე, ჩვენ ასევე ყურადღებას გავამახვილებთ გლობალურ სამხრეთზე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებზე, რომელთა სუსტი ინსტიტუტები კატასტროფის წინაშე დგანან საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით.

ჩვენი დაფინანსების სამიზნეს წარმოადგენენ ისინი, ვინც ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა, მათ შორის არაფორმალური, დაბალშემოსავლიანი და მოკლევადიანი კონტრაქტებით მომუშავეები; ლტოლვილები, მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები; მოწყვლადი ჯგუფები, როგორც მაგალითად, ბოშათა თემი ევროპაში; უსახლკარო ადამიანები; წინა ხაზის ჯანდაცვის მუშაკები და მომვლელები; დაკავებული და პატიმრობაში მყოფი პირები.

“ამ პანდემიის მასშტაბმა ჩვენ სამყაროში არსებული ბზარები და უსამართლობა გამოააშკარავა”, – განაცხადა ჯორჯ სოროსმა, „ღია  საზოგადოების ფონდის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ. “ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ  შეგვექმნა უფრო სამართლიანი ეკონომიკა და სოციალური უსაფრთხოების პირობები იმ მუშაკებისთვის, რომლებიც ჩვენი საზოგადოებების ქვაკუთხედს წარმოადგენენ. დღეს, ჩვენ ყველამ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორი იქნება სამყარო ამ კატასტროფის შემდეგ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესი იყოს? “

“ეს არის პირველი ნაბიჯი, ჩვენი საპასუხო მოქმედებებისა, რომელთა მიზანია ამ დაავადებით გამოწვეული ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა,“ – თქვა პატრიკ გასპარდმა, „ღია საზოგადოების ფონდის“ პრეზიდენტმა. “გადაუდებელი დახმარების ჩვენი ძალისხმევა დაეხმარება გრანტების მიმღებებს, დაუყოვნებლივ დაეხმარონ მათ, ვისაც ხელი არ მიუწვდება სახელმწიფო დახმარებაზე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ძალაუფლების მქონეთ ყურადღების მიღმა დატოვონ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ეკონომიკის ხერხემალია.“

„ღია საზოგადოების ფონდების“ შეფასებით Covid-19 პანდემია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებებსა და ინდივიდუალურ თავისუფლებებს.

ფონდი დააფინანსებს პარტნიორებს, რომლებიც წინ აღუდგებიან დემოკრატიის უკუსვლისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვაში და   საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებების მიღმა განტევების ვაცების ძიებაში გამოიხატება.

დაფინანსების პაკეტის კონკრეტული ელემენტებია:

  • თითქმის 42 მილიონი აშშ დოლარი ჩვენი გლობალური პარტნიორებისთვის, რომ დაეხმარონ დაბალი შემოსავლის მქონე მუშაკებს, მათ შორის არაფორმალურ სექტორში მომუშავეების, მომვლელებსა და დოკუმენტაციის არმქონეთ; დაიცვან ლტოლვილები, მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები; უზრუნველყონ ახალი ვაქცინებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობა, განურჩევლად ეკონომიკური ან მოქალაქეობის სტატუსისა.
  • 37 მილიონი აშშ დოლარი მუშაკთა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც განლაგებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ უმსხვილესი ოფისი, ხოლო 12 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა გადაუდებელი დახმარებისათვის მოწყვლადი მუშაკებისთვის აშშ-ს სხვა ქალაქებსა და შტატებში. 2,5 მილიონი დოლარით დაფინანსდება დამატებითი სათემო ძალისხმევები ბალტიმორიში, პუერტო რიკოში და ვაშინგტონის თემებში, სადაც მუშაობს  და რომლებთანაც ღრმა კავშირებს ინარჩუნებს „ღია საზოგადოების ფონდი“.
  • 9 მილიონი აშშ დოლარი მიმდინარე ბრძოლისათვის მთელს მსოფლიოში სავალდებულო პატიმრობისა და დაკავების გადაჭარბებული გამოყენების წინააღმდეგ, რაც კატასტროფულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, მათ შორის მათზე, ვინც ყველაზე დიდ რისკის ქვეშაა აშშ-ს, აფრიკის, აზიის, ევრაზიის და ლათინური ამერიკის გადატვირთულ დაწესებულებებში.
  • 3 მილიონი აშშ დოლარი ევროპისთვის, ლონდონის და ბერლინის ჩათვლით, ადგილობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დეზინფორმაციას და ემსახურებიან ქალაქების ყველაზე დაუცველ მოსახლეობას, მაგალითად, ასაკოვან მოქალაქეებს. ბუდაპეშტმა და მილანმა, თითოეულმა მარტის თვეში მიიღო 1 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება.
  • 5 მილიონი აშშ დოლარი სამხრეთ აფრიკის ქვეყნებისათის, „სამხრეთ აფრიკის ღია საზოგადოების ფონდისა“ და „სამხრეთ აფრიკისათვის ღია საზოგადოების ინიციატივის“ საშუალებით, აუცილებელი სასწრაფო დახმარების და ზრუნვის სერვისების მხარდასაჭერად, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, მთავრობის და კერძო სექტორისაგან  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებზე სათანადო რეაგირების გასაძლიერებლად.

„ღია  საზოგადოების ფონდი“ მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და მისი მიზანია ისეთი დემოკრატიის განვითარებას, სადაც მოქალაქეების წინაშე მაღალი ანგარიშვალდებულების ხელისუფლება არსებობს.

სიახლეები

მულტიმედია