ღია საზოგადოების ფონდმა მოხალისეთა გაერთიანება “1ანობა” დააფინანსა. ეს ინიციატივა აერთიანებს მოხალისეებს, რომლებიც ბიზნესის, ინდივიდუალური შემომწირველების და სამოქალაქო სექტორის დაფინანსებით კოვიდ-19 ინფექციის მოწყვლად ჯგუფებს სურსათს და მედიკამენტებს საჩუქრად აწვდიან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში.