ღია საზოგადოების ფონდი "1ანობა"-ს ეხმარება

15 აპრ, 2020
ღია საზოგადოების ფონდმა მოხალისეთა გაერთიანება “1ანობა” დააფინანსა. 
ეს ინიციატივა აერთიანებს მოხალისეებს, რომლებიც ბიზნესის, ინდივიდუალური შემომწირველების და სამოქალაქო სექტორის დაფინანსებით კოვიდ-19 ინფექციის მოწყვლად ჯგუფებს სურსათს და მედიკამენტებს საჩუქრად აწვდიან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში.
 
დახმარების მიღება შესაძლებელია:
  • შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებისთვის
  • 65 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის
  • სტატუსის მქონე მარტოხელა დედებისთვის.
დახმარების მისაღებად ან მოხალისეობისთვის დარეგისტრირდით 1ანობის გვერდზე.