გრძელდება საჯარო ლექციების ციკლი მედიაწიგნიერებასა და დემოკრატიის საკითხებზე

16.12.2015

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი

19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის მოწვეული პროფესორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, გიორგი გახელაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მედიაწიგნიერება და დემოკრატია“.

ლექცია ჩატარდება ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.

დრო: 19 დეკემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.