
კამპანიის ფარგლებში გასამართი ღონისძიებები:
თბილისში, ორშაბათს, 28 ივლისს, 10:30 სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა. დამსწრეებს მიესალმებიან შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, პაციენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მსგავსი ღნისძიებები გაიმართება გორში და ზუგდიდში 28 ივლისს, ბათუმში 30 ივლისს.
კამპანია გაგრძელდება იმიტირებული არჩევნების აქციით 28 ივლისის 17:00 საათზე. თბილისში აქცია გაიმართება პარლამენტის ყოფილი შენობის წინ. მსგავსი აქციები გაიმართება გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში. იმიტირებული არჩევნების დროს საგანგებოდ მოწყობილ საარჩევნო უბნებთან მივლენ პაციენტები და მათი მხარდამჭერები და სიმბოლურად მისცემენ ხმას სიცოცხლეს. ამ აქციით მოქალაქეები გამოხატავენ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფასო მკურნალობის პროგრამის მხარდაჭერას.
###
დამატებითი ინფორმაციისთვის აქციის, მრგვალი მაგიდის (მათ შორის რეგიონებში), ტურნეს და კონცერტის შესახებ გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:
თბილისი მარინა ასათიანი მობ. 599119999 ელ.ფოსტა: [email protected]
გორი ქეთევან ბიძინაშვილი მობ. 599370255 ელ.ფოსტა: [email protected]
ქუთაისი ზაზა ქარჩხაძე მობ. 597400705 ელ.ფოსტა: [email protected]
ზუგდიდი ნინო ჯანაშია მობ. 599719757 ელ.ფოსტა: [email protected]
ოზურგეთი ენრი მამინაშვილი მობ. 592343007 [email protected]
ბათუმი ნათია ხარატი მობ. 599502512 [email protected]
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.