ჰეპატიტების მსოფლიო დღეს 28 ივლისს ჩვენ ვირჩევთ სიცოCხლეს

27 ივლ, 2015

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. ამ დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძვირია.  სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2014 წლის 1 მარტს დაიწყო მკურნალობის უფასო პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 2014 წლის 1 ივლისადან შესაძლებელია ფასდაკლებული პრეპარატების შეძენა. თუმცა, პაციენტთა უმრავლესობისთვის ეს კიდევ არ ნიშნავს სათანადო ხელმისაწვდომობას. პაციენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პრობლემასთან დაკავშირებით კამპანიას აწყობენ. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს C ჰეპატიტის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის ზრდას საქართველოში.

კამპანიის ფარგლებში გასამართი ღონისძიებები:

თბილისში, ორშაბათს, 28 ივლისს, 10:30 სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა. დამსწრეებს მიესალმებიან შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, პაციენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მსგავსი ღნისძიებები გაიმართება გორში და ზუგდიდში 28 ივლისს, ბათუმში 30 ივლისს.

კამპანია გაგრძელდება იმიტირებული არჩევნების აქციით 28 ივლისის 17:00 საათზე. თბილისში აქცია გაიმართება პარლამენტის ყოფილი შენობის წინ. მსგავსი აქციები გაიმართება გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში. იმიტირებული არჩევნების დროს საგანგებოდ მოწყობილ საარჩევნო უბნებთან მივლენ პაციენტები და მათი მხარდამჭერები და სიმბოლურად მისცემენ ხმას სიცოცხლეს. ამ აქციით მოქალაქეები გამოხატავენ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფასო მკურნალობის პროგრამის მხარდაჭერას.

###

დამატებითი ინფორმაციისთვის აქციის, მრგვალი მაგიდის (მათ შორის რეგიონებში), ტურნეს და კონცერტის შესახებ გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:

თბილისი მარინა ასათიანი მობ. 599119999 ელ.ფოსტა:
გორი  ქეთევან ბიძინაშვილი მობ. 599370255 ელ.ფოსტა:

ქუთაისი ზაზა ქარჩხაძე მობ. 597400705 ელ.ფოსტა:

ზუგდიდი ნინო ჯანაშია მობ. 599719757 ელ.ფოსტა:

ოზურგეთი ენრი მამინაშვილი მობ. 592343007

ბათუმი ნათია ხარატი მობ. 599502512