კოალიცია თანასწორობისათვის – მემორანდუმი სახალხო დამცველთან

2 მაი, 2018

16 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა და ახლადდაფუძნებულმა კოალიციამ თანასწორობისთვის ხელი მოაწერეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად, ხელმომწერი ორგანიზაციები ერთად შეეცდებიან ხელი შეუწყონ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებას, სახალხო დამცველის როლის გაძლიერებას და სასამართლო პრაქტიკის განვითარებას იმისათვის, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებები დაცული იქნას.

 

კოალიცია თანასწორობისათვის ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მისი პრაქტიკული გამოყენების მონიტორინგია.

კოალიციის წევრები არიან: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საფარი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და იდენტობა.