კონსულტაციის დღე აპრილში

18 აპრ, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი განიხილავს პროექტებს, რომლებიც ღია კარის წესით ან კონკურსის ფარგლებში მიიღება. მნიშვნელოვანია, რომ განსახილველი პროექტი ფონდის კონკრეტული პროგრამის 2024 წლის სტრატეგიას შეესაბამებოდეს. თითოეული პროგრამის სტრატეგიასა და განაცხადების მიღების კრიტერიუმებს გაეცანით აქ: პროგრამები

სასურველია, ფონდში პროექტის შემოტანამდე კონსულტაცია გაიაროთ კონკრეტული პროგრამის წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრა სწორ წარმოდგენას შეგიქმნით თქვენი პროექტის ფონდის პრიორიტეტებთან შესაბამისობის შესახებ.

 

უახლოესი კონსულტაცია დაგეგმილია შემდეგ პროგრამებში, მოცემული განრიგის მიხედვით:

 

მედიის მხარდაჭერის პროგრამა – 24 აპრილი, 12:00 საათი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:  ZOOM

ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა – 24 აპრილი, 13:00 საათი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:  ZOOM

ტექნიკური ხასიათის შეხვედრა აპლიკაციის ფორმის შევსების თაობაზე – 24 აპრილი, 14:00 საათი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: ZOOM

 

დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით:; +995 32 2 25 04 63.