ღირსეული შრომის პლატფორმამ კულტურის სექტორში დასაქმებულ პირთა უკანონო გათავისუფლება და მათი უფლებები, თემაზე დისკუსია გამართა

16 ნოე, 2022

16 ნოემბერს, ღირსეული შრომის პლატფორმამ გამართა დისკუსია შრომა კულტურის მიღმა-დისკუსია კულტურის სექტორში დასაქმებულ პირთა უკანონო გათავისუფლებების შესახებ.

დისკუსიის მიზანი იყო კულტურის სხვადასხვა სფეროს მშრომელთა, პროფკავშირებისა და შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების პერსპექტივიდან მასობრივი და მასშტაბური შრომითი უფლებების დარღვევის კასკადის ერთობლივი წარმოჩენა და კულტურის მშრომელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიების განხილვა.

  • დისკუსიის პირველ ნაწილში, პროფესიული კავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სექტორში მიმდინარე პროცესებზე რეაგირების სამართლებრივ განზომილებაზე და სისტემურ დარღვევებთან ბრძოლის სტრატეგიებზე, მათ შორის, წარმატებულ სასამართლო და მიმდინარე კოლექტიურ დავებზე.
  • დისკუსიის მეორე ნახევარი დაეთმო უშუალოდ კულტურის მშრომელთა და კულტურის სფეროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ხმას და შეფასებებს, კულტურის სფეროში არსებული შრომითი გარემოს შესახებ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • სოლიდარობის ქსელი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • გილდია 
  • მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი
  • სამართლიანი არჩევნები