ლიბერალიზმი და მისით უკმაყოფილონი – ქეთი ხუციშვილი ფრენსის ფუკუიამას წიგნს წარადგენს

06.05.2023

ლიბერალიზმი, როგორც საუკეთესო გზა ადამიანის ღირსებისა და განვითარებისთვის და თანმხლები კრიზისები – ამ თემაზე სასაუბროდ ქეთი ხუციშვილი ლიტერატურულ სამკუთხედს ფრენსის ფუკუიამას წიგნით „ლიბერალიზმი და მისით უკმაყოფილონი“ ესტუმრა.

ფუკუამა ამ წიგნში განიხილავს ლიბერალიზმის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა მრავალფეროვნება, ინდივიდის პატივისცემა და ავტონომია, სიტყვის , აღმსარებლობისა თუ არჩევანის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, სახელმწიფო ინსტიტუტების აღიარება და შებოჭვა თუ თავისუფალი ინიციატივის უფლება. ამასთან, ის უღრმავდება და პასუხობს თანამედროვე ლიბერალიზმისკენ მომართულ კრიტიკას და აფასებს სამომავლო პერსპექტივებს უკეთესი განვითარებისთვის.

 

 

სიახლეები

მულტიმედია