შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და მედიის როლი

14 ოქტ, 2020

13 ოქტომბერს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ჟურნალისტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა თემაზე: “ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში”.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ის საკითხები, რომელთა  გადაწყვეტაც ქვეყანაში პრიორიტეტულად უნდა მიიჩნეოდეს. დისკუსიის ძირითადი საკითხები იყო შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრაქტიკა, ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების ბარიერები, ასევე, ის ზოგადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც შშმ პირები ყოველდღიურად დგანან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი და სფეროს ექსპერტები.  შეხვედრა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერილი პროექტის “ქმედუნარიანობის ინსტიტუტის დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში” – ფარგლებში ჩატარდა.