მრგვალი მაგიდა მედიის უახლესი გამოწვევების შესახებ საქართველოში

19.02.2018

16 თებერვალს კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის”, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით მედიის უახლესი გამოწვევების შესახებ მრგვალი მაგიდა ჩატარდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მედიისა და  საექსპერტო წრეების, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ომბუდსმენის ოფისის, აშშ-ისა და ევროპის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე შეჯამდა 2017 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები ქართულ მედიაში.  საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ვითარება და პერსპექტივები, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიღწევები და გამოწვევები.  სარეკლამო ბაზრის 2014-2017 წლების ტენდენციები და რუსთავი 2-ის ძველი და ახალი გამოწვევები.

ტელეკომპანია პირველის წარმომადგენელმა წამყვანმა ჟურნალისტებმა  ბოლო პერიოდში ტელევიზიაზე ზეწოლის მცდელობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა ანგარიში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის 2017 წლის საქმიანობას აფასებს. 

ნახეთ შეხვედრის პირველი ნაწილის ჩანაწერი, რომელიც პირდაპირ ეთერში ფეისბუქის გვერდზე გადაიცემოდა.

 

 

სიახლეები

მულტიმედია