ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განიხილავს ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასა და “ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის სამშენებლოდ, გეგმარებითი დავალების მოთხოვნას. მოთხოვნის ტექსტიდან და წარდგენილი მასალიდან ირკვევა, რომ კერძო პირს, თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაში, ორი, 48 და 60 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა სურს.
წინასაპროექტო კვლევით არ არის წარმოდგენილი ჯეროვანი ინფორმაცია ამ მასშტაბისა და სიმჭიდროვის მშენებლობის ზეგავლენის შესახებ საინჟინრო, საცხოვრებელ, სოციალურ, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურაზე, რაც საჯარო ინტერესის საზიანოდ, გავლენიანი კერძო პირის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების, მორიგი პრეცედენტის განტკიცების საფრთხეს ქმნის.
მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო იდეის განხორციელება კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ტერიტორიაზე არსებულ ისედაც რთულ სატრანსპორტო პრობლემებს ასევე პროექტის იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა საფრთხეებს.
იხილეთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების განცხადება
მოაწერეთ ხელი პეტიციას → chng.it/pLpSrkm8WY
მედია ამ თემაზე: