პროექტების დაფინანსების შესახებ

1 აგვ, 2021

ღია საზოგადოების ფონდის 2021  წლის სტრატეგიით გათვალისწინებული ბიუჯეტის დიდი ნაწილი თითქმის ყველა პროგრამაში ამოწურულია.  მიმდინარე წელს, ღია კარის წესით პროექტები აღარ მიიღება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მედიის, ევროინტეგრაციის, ეროვნული ინტეგრაციისა და მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამებში. ადამიანის უფლებების პროგრამაში ღია კარის წესით პროექტების მიღება გაგრძელდება სექტემბრის ბოლომდე.

მიმდინარე წლის  1 აგვისტოდან  პროექტის იდეის შესაბამის პროგრამასთან წინასწარი გასაუბრებისა და შეთანხმების გარეშე გამოგზავნილი პროექტები არ განიხილება. განცმხადებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პროექტის დაფინანსების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ფონდში რეგისტრირებული პროექტი რამდენიმესაფეხურიან განხილვას გადის. ამდენად, ფონდის პროგრამის მხრიდან პროექტის გამოგზავნის შესახებ მიღებული თანხმობა არ ზრდის პროექტის დაფინანსების შესაძლებლობას.

მიმდინარე წელს ჯგუფური კონსულტაციები აღარ ჩატარდება. პროექტების დაფინანსების შესაძლებლობის და განახლებული სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ კონსულტაციები განახლდება 2022 წლის იანვრიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით: , osgf@osgf, ge,  +995 32 2 25 04 63.

გაეცანით 2021 წლის პროგრამების სტრატეგიებს.