პროფესიული განათლება გაცვლითი ვიზიტები შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში

28.11.2022

2022 წლის 24-25 ნოემბერს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ცოდნისა და  უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“-ს ფარგლებში განახორციელა გაცვლითი ვიზიტები ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიულ სასწავლებლებში. გაცვლითი ვიზიტების მიზნებია პარტნიორი პროფესიული სასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება, სასწავლებლებს შორის ჰორიზონტალური კავშირებისა და ქსელური მუშაობის ხელშეწყობა, და პროფესიული სასწავლებლების სამომავლო განვითარების მიმართულებების განსაზღვრა.

ორდღიანი სასწავლო ტურის ფარგლებში 15 პარტნიორი სასწავლებლის 32 წარმომადგენელმა მოინახულა შემდეგი კოლეჯები:

  • კასპის პროფესიული კოლეჯი
  • გორის უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი
  • კოლეჯი განთიადი
  • კოლეჯი ამაგი
  • მარნეულის კოლეჯი
  • კოლეჯი მოდუსი
  • მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი.

ეს მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის იყო შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის კოლეჯების მუშაობას, გაეზიარებინათ მათი პროფესიული გამოცდილება, სხვადასხვა რეგიონების კოლეჯების წარმომადგენლებს შორის გამართულიყო დიალოგი და გაძლიერებულიყო პროფესიული კავშირები.

„ევროკავშირის მიერ მხარდაჭრილი პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ეხმარება პროფესიულ სასწავლებლებს სწავლების ეფექტურობის გაზრდაში ახალი სასწავლო რესურსებით, ადამიანური რესურსების გაძლიერებითა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების შექმნით“ – სოციალურ ქსელში წერს თათია სეფერთელაძე, კასპის პროფესიული კოლეჯი.

ეს იყო რიგით მეორე გაცვლითი ვიზიტი, რომელიც განხორციელდა LINKS პროექტის ფარგლებში. პირველი ვიზიტი 2022 წლის ივნისში აჭარასა და გურიაში ჩატარდა. ამ ვიზიტების დახმარებით პროექტის პარტნიორი პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები შეძლებენ კრიტიკულად შეაფასონ თავიანთი მიდგომები, აქტივობები და სასწავლო მეთოდები,   რაც მომავალში ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის განახლებას, დახვეწას და ეფექტური საგანმანათლებლო სერვისების გაფართოებას.

ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ანამშრომლობით ხორციელდება.პროექტი მიზნად ისახავს ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.

გორი, შიდა ქართლი, კოლეჯი “განთიადი”

მარნეული, ქვემო ქართლი, კოლეჯი “მოდუსი”

NEWS

MULTIMEDIA