„ქალები ჯანსაღი გარემოსთვის“ – პროექტი იწყება

22.05.2023

გარემოსდამცველი ქალები თბილისიდან და რუსთავიდან გაერთიანდნენ და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით იწყებენ პროექტს საჯარო სიკეთეებისა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად.

 

საკუთარ თემში გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის მებრძოლი ელენე ცერცვაძე, ანა ტრაპაიძე და თინათინ მაღედანი ახლა უფრო ფართო მასშტაბითა და მეტი ეფექტურობით გეგმავენ ურბანული და ეკო აქტივიზმის გააქტიურებას. პროექტი „ქალები ჯანსაღი გარემოსთვის“  ხელს შეუწყობს აქტივისტების გუნდად შეკრებასა და აქტიური გარემოსდაცვითი კამპანიების განხორციელებას, ამ მხრივ წარმატებული და კარგი გამოცდილებების შექმნას, საჯარო სივრცეების მართვის პრობლემების წინ წამოწევასა და მათი მოგვარების გზების ძიებას.

 

ჯანსაღი გარემოსთვის გაერთიანებულმა სამმა აქტივისტმა ქალმა ერთობლივი პროექტი და სამოქმედო გეგმა წარადგინა. ამასთან, თითოეულმა მათგანმა გაგვიზიარა გარემოსდაცვითი საკითხებისთვის ბრძოლის პირადი საინტერესო გამოცდილება და ის გამოწვევები, რაც ამ გზას ახლავს თან. შეხვედრა ღია იყო ურბანული და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციებისთვის.

პროექტში „ქალები ჯანსაღი გარემოსთვის” გაერთიანებულები არიან:

  • ელენეცერცვაძე, “იპოდრომი უბეტონო მხარე”, აქტივისტი
  • ანატრაპაიძე, “დიღმის ჭალები”, აქტივისტი
  • თინათინ მაღედანი, “ეკო ცენტრის” დამფუძნებელი; სამოქალაქო მოძრაობა“გავიგუდეთ”, აქტივისტი