რუსთავი 2-ის ხელისუფლების მაამებელ ტელევიზიად გადაქცევის მცდელობა

25 ივლ, 2019

რუსთავი 2-ის საქმეზე სამოქალაქო სექტორი 14 საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს. არასამთავრობოების წარმომადგნლები ამბობენ , რომ მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა ქვეყანაში მედია გარემო გააუარესოს.

ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი ქეთი ხუციშვილი:

“ბოლო ხანის მოვლენები გვარწმუნებს, რომ ხელისუფლება, შეიძლება ითქვას ახალ ტალღაზე გადადის, ავტორიტარულ ტალღაზე და შეიძლება მისი მთავარი მიზანი მედიაპლურალიზმის შემცირება ან გაუქმებაა საქართველოში და არა უბრალოდ რომელიმე მეპატრონის ცვლილება ან დახმარება. თუკი ეს ასეა, მაშინ დემოკრატიის უკანსვლა, რომელიც ბოლო ხანებში დაიწყო, შესაძლოა შეუქცევადი გახდეს და ეს რა თქმა უნდა, არ უნდა დავუშვათ”.