სამუშაოს დაწყების თარიღი : 1 ნოემბერი, 2021
ხანგრძლივობა: 20 თვე
ანაზღაურება: 700 ევრო (დარიცხული თანხა) თვეში
ანგარიშგება: პროექტის თანაშემწე ანგარიშვალდებული იქნება პროექტის მენეჯერის წინაშე
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 8 ოქტომბერი, 2021.
პროექტის თანაშემწის საქმიანობა ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (Local Investments in Networks for Knowledge and Skill-share (LINKS)), ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების კოორდინირებას, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, პროექტის განმახორციელებელ გუნდთან ერთად ღონისძიებებში მონაწილეობას, ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.
ფუნქციები:
- პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში მონაწილეობა;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანობის კოორდინირება;
- პროგრამის განხორციელების შესახებ შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში დახმარება.
ძირითადი ვალდებულებები:
- პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების პროგრამული, ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- პროექტის განმახორციელებელ გუნდთან ერთად პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესრულებაში მონაწილეობა;
- საქმიანი შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამიზნე ჯგუფებთან, ბენეფიციარებთან და დაინტერესებულ მხარეებთან რეგულარული კომუნიკაცია;
- პროექტის დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის მართვა, შენახვა და დაარქივება;
- პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი ანგარიშების, პუბლიკაციების, საინფორმაციო ბროშურებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნებიდან.
კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები:
განათლება: მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებებში/ან ბიზნესში.
გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და უნარ–ჩვევები:
- პროექტებზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- დროის სწორი განაწილების და საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის გამოცდილება.
განაცხადი: კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – .
- CV (CV-ში მიუთითეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
- სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
- ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
- პირადობის მოწმობის ასლი.
თემის ველში ჩაწერეთ: პროექტის – LINKS – თანაშემწის ვაკანსიისთვის, თქვენი სახელი და გვარი.
განაცხადის სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
შერჩევის პროცედურა:
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. განაცხადებს განიხილავს საკონკურსო კომისია.
შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:
- CV-ს გადარჩევა;
- ტესტირება (უცხო ენა, უნარები);
- ინდივიდუალური გასაუბრება.
საბოლოო არჩევანს საკონკურსო კომისია გააკეთებს ტესტირების და გასაუბრების შედეგების საფუძველზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
„ღია საზოგადოების ფონდში“ კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: 2 25 04 63, 577 47 11 63
ელ.ფოსტა:
„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისთვის“ მიწოდებით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ ფონდმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის დასაქმების ან/და სამომავლო შერჩევის მიზნით განაცხადების შემოტანის დროს და მას შემდეგაც, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.