საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს ტენდერს სასტუმროს/საკონფერენციო მომსახურებაზე

17 აგვ, 2023

ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. პროექტის მიზანია: დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმებისა და რესურსების  უზრუნველყოფა, ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით.

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 26-28 სექტემბრის პერიოდში გეგმავს პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას და აცხადებს ტენდერს საკონფერენციო სერვისებისა და სასტუმროს მომსახურების შესაძენად. ღონისძიების დღეების რაოდენობა – 1; სასტუმროში სტუმრების განთავსება – 1 ღამე; მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა: 90-100 სტუმარი.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება თბილისში:

  • გამართული ვენტილაციის სისტემის მქონე და ტექნიკურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი 100 ადამიანზე 1 დღის ვადით (4-5 საათი). საკონფერენციო დარბაზში შესაძლებელი უნდა იყოს მონაწილეთა დისტანციური განთავსება. საკონფერენციო რესურსები – ფლიფჩარტის დაფა, მარკერები, ლეპტოპი, პროექტორი, მიკროფონი, დინამიკები, WiFi, ღონისძიების მონაწილეთათვის კალმები და საწერი ქაღალდი ან რვეული;
  • სტუმრების კვებით და ყავის შესვენებით უზრუნველყოფა;
  • სტუმრებისთვის ერთადგილიანი/ინდივიდუალური სასტუმრო ოთახების შეთავაზება. სასტუმროს უნდა ჰქონდეს ერთდროულად 40-50-მდე პერსონის მიღების შესაძლებლობა (1 ან 2 ღამე);
  • შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული საკონფერენციო და სასტუმრო სივრცით უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე მანქანისთვის საპარკინგე სივრცით უზრუნველყოფა;
  • შეთანხმებულ ვადებში საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის (ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ.) წარმოდგენა.

 

გადახდის ფორმა: უნაღდო ანგარიშსწორება ორ ეტაპად ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. პირველ ეტაპზე გადაირიცხება ავანსის სახით არაუმეტეს 30%-ისა, ხოლო მეორე ეტაპის გადარიცხვა მოხდება მომსახურების მიღების შემდეგ.

ევროკავშირის პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-საგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით. შესაბამისად, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილი სასტუმროს/საკონფერენციო მომსახურების თანხა გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან და არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს.

სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციები და რეგულაციები.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება განმცხადებლის მიერ შემოთავაზებული მომსახურების ღირებულებასა და ხარისხს და განმცხადებლის გამოცდილებას.

 

სატენდერო მოთხოვნები

 

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განაცხადი (თავფურცელი; მოკლე აღწერა; წინადადება; ოთახების, საკონფერენციო და სასადილო დარბაზების/სივრცეების ფოტოები; ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, ხელმოწერა; საიდენტიფიკაციო კოდი; ბეჭედი; თარიღი);
  2. რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. საბანკო რეკვიზიტები: ბანკის დასახელება, ბანკის კოდი და ანგარიშის ნომერი;
  4. ცნობა, რომ კომპანიას არ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია;
  5. ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია და საკონტაქტო პირი;
  6. განმცხადებლის გამოცდილება;
  7. ბიუჯეტი – ხარჯთაღრიცხვა.

 

ხარჯთაღრიცხვა (მიუთითეთ ვალუტა და ფასი დღგ-ს გარეშე):

 

  1. ერთადგილიანი ნომრის ღირებულება / ერთ ადამიანზე დღეში;
  2. ორადგილიანი ნომრის ღირებულება / ერთ ან ორ ადამიანზე დღეში;
  3. საკონფერენციო დარბაზი – მთელი სამუშაო დღე ან 4-5 საათი;
  4. საკონფერენციო დარბაზის აღჭურვილობა – მთელი სამუშაო დღე ან 4-5 საათი;
  5. ღონისძიებაზე დღეში ერთი ყავის შესვენების ღირებულება / ერთ ადამიანზე;
  6. საუზმე / ერთ ადამიანზე დღეში;
  7. სადილი / ერთ ადამიანზე დღეში;
  8. ვახშამი / ერთ ადამიანზე დღეში.

 

ტენდერის ფარგლებში განსახილველი მასალა/განაცხადები უნდა გამოგზავნოთ მეილზე – , 2023 წლის  4 სექტემბრის 17:00-მდე.  გთხოვთ, მოითხოვოთ მეილის მიღების დადასტურება.

 

გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ „ტენდერი სასტუმროს/საკონფერენციო მომსახურებაზე”.

 

საკონტაქტო პირი: ნინი ბერიშვილი, , 595 55 10 00

*    *    *

ტენდერი ცხადდება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ტენდერის ჩატარებაზე, სატენდერო ტექსტის შინაარსზე და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.