შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების ასახვა პოლიტიკურ პარტიათა პროგრამებში

30 სექ, 2020

7 ოქტომბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამებში გასათვალისწინებელ პრიორიტეტული საკითხების ნუსხას წარუდგენენ.

ორგანიზაციამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“  11 პოლიტიკურ სუბიექტთან ინდივიდუალური შეხვედრები უკვა ჩაატარა. პარტიების წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან, რომ  საკუთარ საარჩევნო პროგრამებში ასახონ საქმიანობა, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

შეხვედრა ყველა პარტიასთან სათითაოდ მოხდება.

შშმ პირთა მონაწილეობას საარჩევნო პროცესში მათი უფლებების ადვოკატირებისათვის მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი.